logo_geo
eng_logo
სოფელ კირბალთან საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა მოზარდი გაიტაცეს
- +

23 თებერვალი. 2020. 10:40

 

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ, საოკუპაციო ხაზთან საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა 17 წლის მოზარდი გაიტაცეს. ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ სუს-ში დაუდასტურეს.

 

„ვადასტურებთ ერთი პირის გატაცების ფაქტს, ამ დროისათვის ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ჩართულები არიან ევროკავშირის მისიის წარმომადგენლები“, - აცხადებენ უწყებაში.

 

არსებული ინფორმაციით, მოზარდის დაკავება ტყეში მოხდა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner