logo_geo
eng_logo
ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული ირანის 4 მოქალაქის ტესტის პასუხები კორონავირუსზე დღის ბოლოს გახდება ცნობილი
- +

23 თებერვალი. 2020. 11:33

 

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია აცხადებს, რომ ახალ კორონავირუსზე დაკვირვების ქვეშ ირანის ოთხი მოქალაქე იმყოფება და ლუგარის ლაბორატორიიდან მათი გამოკვლევების პასუხი დღის ბოლოს გახდება ცნობილი. როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებისას მათ ცხელება აღენიშნებოდათ, თუმცა, ჩატარებული კვლევებით ფილტვების ანთება გამოირიცხა.

 

„ჩვენს ცენტრში მოთავსდა ირანის 4 მოქალაქე, მათ შორის სამი მამაკაცის ასაკით 20-დან 30 წლამდე. განსაკუთრებული ყურადღება მიექცა ირანის მოქალაქეებს იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო სამი დღეა ირანში პირველად დადასტურდა ახალი კორონავირუსის კონფირმაციით დაავადება. ამ 3 დღის განმავლობაში 29 შემთხვევიდან 6 გარდაცვალებით დასრულდა.

 

აღნიშნულის გათვალისწინებით, ჯანდაცვის სამინისტრო და ქვეყანა განსაკუთრებით ფრთხილობს. ყველა შესაძლო შემთხვევა, რომელიც სრულად არ ექვემდებარება შესაძლო კრიტერიუმის მონაცემებს, მაინც საჭიროდ ჩაითვალა, რომ ინფიცირებული პირები მოეყვანათ ჩვენთან და შესაბამისი კვლევები ჩატარებოდათ.

 

მოთავსებისას ყველას აღენიშნებოდა ცხელება. ჩატარებული კვლევებით გამოირიცხა ფილტვების ანთება, გამოირიცხა A და B ტიპის ვირუსი, პერიფერიულ სისხლში არსებული მონაცემებით არ დასტურდება ახალი კორონავირუსისთვის დამახასიათებელი კლინიკური ნიშნები. დიდი ალბათობით, ჩატარებული კვლევების შედეგად, ალბათ, არ დადასტურდება ახალი კორონავირუსით ინფიცირება, მაგრამ ჩვენ დღეს უკვე ველოდებით ლუგარის ლაბორატორიას, რომელიც მობრძანდება, აიღებენ ტესტს ახალ კორონავირუსზე და დღის ბოლოსთვის გვეცოდინება ტესტის პასუხი, სავარაუდოდ, პასუხი ნეგატიური იქნება“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner