იტალიაში ახალი კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა მხოლოდ ერთ დღეში, გუშინ, 4-დან 79-მდე გაიზარდა. ამის შესახებ იტალიის სამოქალაქო დაცვის სამსახური იუწყება.
ბოლო მონაცემებით, იტალიაში კორონავირუსს ემსხვერპლა ორი ადამიანი.
ქვეყნის მთავრობის განცხადებით, შეიძლება მოუწიოთ იმ დასახლებული პუნქტების იძულებითი იზოლირება, სადაც ვირუსი აქტიურად ვრცელდება.