საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, კორონავირუსის წინააღდეგ ეფექტიანად საბრძოლველად ყველა ის მექანიზმი ამუშავდება, რაც საჭიროა.
როგორც გახარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ვირუსის კონტროლთან დაკავშირებით მუდმივი მსჯელობა მიმდინარეობს.
„ყველა ის აუცილებელი მექანიზმი ამუშავდება, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ საქართველოში შესაბამისი ვირუსის წინაააღმდეგ ბრძოლა განხორციელდეს ეფექტურად. ეს იქნება ფრენების შეზღუდვა და სხვა რაც იქნება საჭირო, ყველაფერს გავაკეთებთ. მიმდინარეობს მუდმივი მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ ეფექტურად განახორციელოს კონტროლი“,- განაცხადა გახარიამ.