logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: მაგიდის აყირავება პოპულისტური ტერმინია, რომელსაც ოპოზიციის ნაწილი იყენებს, სინამდვილეში, მაგიდა თავის ადგილას დგას
- +

23 თებერვალი. 2020. 13:57

 

„მაგიდის აყირავება არის პოპულისტური ტერმინი, რომელსაც ოპოზიციის ნაწილი იყენებს, სინამდვილეში მაგიდა დგას თავის ადგილას“, - ამის შესახებ პარლამენტის თავჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს ოპოზიციასთან მოლაპარაკებების საკითხის კომენტირებისას განუცხადა.

 

როგორც მან აღნიშნა, საერთაშორისო პარტნიორები და საქართველოს ხელისუფლება დიალოგთან დაკავშირებით ერთ აზრზეა, ხოლო ოპოზიციას დესტრუქციული პოზიცია აქვს. ამის მიუხედავად, არჩილ თალაკვაძე დარწმუნებულია, რომ დიალოგს დაუბრუნდებიან.

 

„ჩვენ გვაქვს სამართლიანი და დაბალანსებული შეთავაზება ოპოზიციასთან, რაც გულისხმობს როგორც სამართლიან პროპორციებს, ასევე საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმას და მთელ საკითხებზე, რომელსაც ოპოზიცია აყენებს, ჩვენ გვაქვს პოზიციები და არგუმენტები. სამწუხაროა, რომ ამ მომენტისთვის, როცა ჩვენ ვსაუბრობთ, აშშ, ევროკავშირი და საქართველოს ხელისუფლება არის ერთ პოზიციაზე და ჩვენ ყველანი მხარს ვუჭერთ დიალოგს, ხოლო ოპოზიციის ნაწილი ემიჯნება ამ დიალოგს, თუმცა, მე დარწმუნებული ვარ, ჩვენ შევძლებთ, დიალოგის მაგიდას დავუბრუნდეთ. ოპოზიციას, იქიდან გამომდინარე, რომ პოლიტიკა და ჩვენი ქვეყნის ინტერესები ამას მოითხოვს, სხვა გზა არ ექნება. შემდეგი მოლაპარაკებების საწყისი წერტილი არის ჩვენი შეთავაზება, რაც გულისხმობს მაჟორიტარული მანდატების 100/50- ზე განაწილებას, ასევე, ეს იქნება გამოყენებული მხოლოდ 2020 წელს, 2024 წელს, როგორც დაგპირდით საზოგადოებას, პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებული ჩანაწერი, რა თქმა უნდა, რჩება საქართველოს კონსტიტუციაში. ნებისმიერ შემთხვევაში ახალ პროპორციებთან დაკავშირებით შეთანხმება არის დიალოგის საგანი. ოპოზიცია თუ უარს განაცხადებს ამაზე, ჩვენს დაპირებას დემოკრატიული არჩევნების ჩატარებაზე. შევასრულებთ“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

რაც შეეხება ირაკლი კობახიძის პროგნოზს არჩევნებზე 60-პროცენტიანი მხარდაჭერის მიღების თაობაზე, თალაკვაძე ამბობს, რომ „ქართული ოცნება“ იბრძოლებს გამარჯვებისთვის, ხოლო იმას „თუ რომელი პარტია რამდენ პროცენტს მიიღებს, საზოგადოება გადაწყვეტს“.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner