logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: არანაირი კომპრომისი და დათმობა ჩვენი ეროვნული ინტერესების ხარჯზე არ მოხდება
- +

23 თებერვალი. 2020. 13:58

 

„ჩვენს ვალდებულებებს შევასრულებთ ისე, რომ არანაირი კომპრომისი და დათმობა ჩვენი ეროვნული ინტერესების ხარჯზე არ მოხდება“,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რითაც ევროსაბჭოს თავმჯდომარეობის ფარგლებში, საქართველოში დაგეგმილ ღონისძიებებზე რუსეთის დელეგაციის შესაძლო ვიზიტთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.

 

მისი თქმით, ყველა დაგეგმილი ღონისძიება ჩატარდება, თუმცა, არა საქართველოს კანონმდებლობის უგულებელყოფის ხარჯზე.

 

„საქართველო არის ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა. ამ პერიოდში უნდა ჩატარდეს მინისტრთა კომიტეტის სხდომა, რომელშიც ევროპის საბჭოს ყველა დელეგაცია მონაწილეობს. ეს არის ევროპის საბჭოს დღის წესრიგის ნაწილი. ჩვენ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან შეთანხმებით, რა თქმა უნდა, ყველა ღონისძიებას, რაც გათვალისწინებულია ჩვენი თავმჯდომარეობის ფარგლებში, ჩავატარებთ, ოღონდ მინდა, ჩვენმა ყველა თანამოქალაქემ იცოდეს, რომ ვერ მოხდება ვერცერთი გადაწყვეტილების მიღება და ვერცერთი ღონისძიების ჩატარება საქართველოს ეროვნული ინტერესებისა და საქართველოს კანონმდებლობის უგულებელყოფის ხარჯზე. შესაბამისად, ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებს პრემიერ-მინისტრი საერთაშორისო პარტნიორებთან შეთანხმებით ჩვენს ვალდებულებებს შევასრულებთ ისე, რომ არანაირი კომპრომისი და დათმობა ჩვენი ეროვნული ინტერესების ხარჯზე არ მოხდება“,- განაცხადა თალაკვაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner