1921 წლის 23 თებერვალს რუსი ოკუპანტების შემოსვლას ქართველთა მხრიდან საბრძოლო მოქმედებები მოჰყვა. კოჯორ-ტაბახმელასთან, ქვეყნის თავისუფლებისთვის უთანასწორო ბრძოლაში არაერთი ქართველი მებრძოლი და იუნკერი დაიღუპა.
დაღუპული იუნკერები და მოწყალების და - 19 წლის მარო მაყაშვილი ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძრის (სობორო) ეზოში (ახლანდელი პარლამენტის შიდა ეზო) დაკრძალეს.
2010 წელს საქართველოს პარლამენტის ერთხმად მიღებული დადგენილებით, იუნკერების ხსოვნის დღე 23 თებერვალს აღინიშნება.