logo_geo
eng_logo
ირანის საპარლამენტო არჩევნებზე რეკორდულად დაბალი აქტივობა დაფიქსირდა
- +

23 თებერვალი. 2020. 20:16

 

 

ირანის საპარლამენტო არჩევნებში 1979 წლის რევოლუციიდან ამომრჩეველთა ყველაზე დაბალი აქტივობა დაფიქსირდა. ამის შესახებ BBC წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, საკუთარი არჩევანი მხოლოდ 42.6%-მა დააფიქსირა. დედაქალაქ თეირანში კი აქტივობამ მხოლოდ 25.4% შეადგინა. ქვეყნის ხელისუფლება ამას ირანის მტრების მიერ კორონავირუსთან დაკავშირებულ დეზინფორმაციას უკავშირებს.

 

„ეს ნეგატიური პროპაგანდა ვირუსთან დაკავშირებით რამდენიმე თვის წინ დაიწყო და არჩევნების წინ უფრო იმატა. მათმა მედიამ უმცირესი შესაძლებლობაც კი გამოიყენა იმისთვის, რომ ირანელი ამომრჩევლები არჩევნებზე არ წავიდნენ და იქამდეც კი დაეშვნენ, რომ ამისთვის ავადმყოფობის და სიკვდილის საბაბიც გამოიყენეს“, - განაცხადა ირანის უზენაესმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ.

 

საპარლამენტო არჩევნები ირანში 22 თებერვალს ჩატარდა. საბოლოო შედეგები კი 24 თებერვალს გამოქვეყნდება.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner