ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ვანოს წიგნიერებაზე გამახსენდა:
წიგნის კითხვისას ძალიან მნიშვნელოვანია, დაიწყო მარტივით და მერე ნელ-ნელა გადახვიდე რთულზე და უფრო რთულზე.
მაგალითად, ფოლკნერით, მარკესით ან რობაქიძით თუ დაიწყებ, აუცილებლად დაიბნევი. თუმცა არც ლეონიძის, ინანიშვილის, ჩეხოვის ან ჰემინგუეის თხრობის სტილია იმის გარანტია, რომ რაც წაიკითხე, აუცილებლად გაიგებ. რასსა კი არა და, ფუნდამენტი არ გეყოფა, სიმძიმე ჩამოგშლის!
თუ აგერია, იწყება წიგნის ფურცვლა და თვითრწმენაში განმტკიცება, რომ რაც გადაფურცლე, უკვე წაიკითხე.
მერე სათაურს კიდევ ერთხელ დახედავ და "ვსიო", ეს უკვე "იცი".
ამიტომაც მოხდა, რომ მერაბიშვილმა აზრი ვერ გამოიტანა წაკითხულიდან და... სამარტოო საკნიდანაც!
აბა, რას მივაწეროთ, ლუღლუღი, რომ "უფრო მაღლები და უფრო ლამაზები" უნდა ყოფილიყვნენ?! მერაბიშვილს და სხვა მანიაკებს ვინმემ სიმაღლე და სილამაზე დაუწუნა და იმიტომ გაამწესეს ციხეში?!“ - წერს ბონდო მძინარაშვილი.