logo_geo
eng_logo
ადა მარშანია: მერაბიშვილი მთელი თავისი დარჩენილი ცხოვრება ციხეში უნდა იჯდეს
- +

24 თებერვალი. 2020. 02:10

„პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელი ადა მარშანია აცხადებს, რომ ვანო მერაბიშვილთან თანამშრომლობაზე საუბარი საერთოდ გამორიცხულია.

 

მარშანიას თქმით, ფორმალურად მერაბიშვილს დაუმთავრდა პატიმრობის ვადა, მაგრამ ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, იქიდან გამომდინარე, რა მძიმე კრიმინალური რეჟიმი იყო ქვეყანაში ცხრა წლის განმავლობაში მუშაობა.

 

„ვინ, თუ არა ჩვენ, ვიცით დეტალებში, რა უამრავი უმძიმესი მასობრივი დანაშაული აქვს ჩადენილი ჩვენი მოსახლეობის მიმართ და რა უმძიმესი შედეგები მივიღეთ ავანტიურისტული პოლიტიკის შედეგად 8 აგვისტოს. აქედან გამომდინარე, ერთ-ერთი საკვანძო თანამდებობის მქონე და ერთ-ერთი ლიდერი „ნაციონალური მოძრაობის“, ამ კრიმინალური მოძრაობის, ბატონი მერაბიშვილი ჩემი თვალსაზრისით და არა მხოლოდ ჩემი, მთელი თავისი დარჩენილი ცხოვრება ციხეში უნდა იჯდეს. ეს არის ჩვენი მკაფიო პოზიცია. ნურავინ მეტყვის, რომ მკაცრი და არაადეკვატური ვარ. მე გამოვდივარ იმ დანაშაულებიდან, რაც იყო ჩადენილი და ამ ყველაფერს მასობრივი ხასიათი ჰქონდა „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში“, – განაცხადა ადა მარშანიამ.

 

მისივე თქმით, პოლიტიკაში მერაბიშვილის პერსპექტივას ვერ ხედავს.

 

„ნამდვილად ვიცი, რომ უახლოეს პერიოდში ვანო მერაბიშვილი მიუბრუნდება ციხეს და არა მხოლოდ ის. ბოლოს და ბოლოს, ჩვენს ქვეყანაში უნდა აღდგეს და დამკვიდრდეს სამართლიანობა და სამართალი. ამის გარეშე სახელმწიფო და საზოგადოება ვერ დაწყნარდება“, – განაცხადა ადა მარშანიამ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner