ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა სოციალური ქსელის მეშვეობით მადლობას უხდის მთავარ პროკურორ ირაკლი შოთაძესა და თბილისის პროკურორს მიშა შაყულაშვილს, კვესიტაძის გადაცემაში გასული სიცრუე რომ დროზე მოიკვლიეს.
„სულ არ მაინტერსებს, მავანი რას ფიქრობს, მე ვენდობი დღევანდელ პროკურატურას, პირადად კიდევ ერთხელ გადავუხდი მადლობას ბატონ ირაკლი შოთაძეს და თბილისის პროკურორს მიშა შაყულაშვილს, კვესიტაძის გადაცემაში გასული სიცრუე რომ დროზე მოიკვლიეს და დადეს დასკვნა! ჩემი დიდი პატივისცემა მათ, რომ დიდხანს არ მანერვიულეს", - წერს ნინო ჯღარკავა „facebook"-გვერდზე.