„გაზაფხული მალე მოვა, დაელოდეთ გაზაფხულს“,- ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, ჟურნალისტის შეკითხვას, აპირებს თუ არა ის თანამდებობის დატოვებას.
„დაელოდეთ გაზაფხულს, დაელოდეთ გაზაფხულს, მალე იქნება“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გაზაფხულზე შესაძლოა, გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე გრიგოლ ლილუაშვილმა შეცვალოს.