logo_geo
eng_logo
ზურა შევარდნაძე: ბავშვობაში განცდილი, ბუნებრივი, ადამიანური ემოცია არასდროს იკარგება
- +

24 თებერვალი. 2020. 11:21

 

„გარდენია შევარდნაძის“ შემქმნელი, ბიოლოგ-ბოტანიკოსი ზურა შევარდნაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს:

 

„ამ რამდენიმე წლის წინ ბაღში მესტუმრა 2 ძალიან სიმპათიური, კულტურული და გონიერი, ხანდაზმული ადამიანი.

 

არც შექება, არც სითბო და პატივისცემა დაუკლიათ ჩემთვის. გადავწყვიტე, გამომეხატა ყურადღება და მაგიდასთან მოვიპატიჟე...

 

ბევრი საინტერესო ამბავი მიამბეს, განსაკუთრებით საინტერესოდ ბავშვობისდროინდელ ემოციაზე მომიყვნენ. თურმე მათი მშობლები მეგობრობდნენ მცხეთელ მებაღე მიხეილ მამულაშვილთან.

 

„მაშინ ექვსი ან შვიდი წლისანი ვიყავით, მებაღე სულ წელში მოხრილი გვახსოვს და სულ ბაღში, ყვავილებთან მოფუსფუსეო. ფიქალზე ამოსული მცენარე გვაჩუქა, ჩაგვაბრა და გვასწავლა, როგორ უნდა მოგვევლოო. ერთხელ, ყურძნის დიდი მტევანი ჩვენი ხელით მოგვაწყვეტინა და გამოგვატანაო“.

 

ამ ამბიდან 80 წელი მაინც იქნება გასული, თუ არა მეტი, მიხეილ მამულაშვილი 1973 წელს გარდაიცვალა 100 წლის ასაკში.

 

ისეთი განცდით, ემოციით საუბრობდნენ, თითქოს ახლა მოდიან მცხეთიდან და ეს ამბავი დღევანდელია.. ჰა ჰა გუშინდელი...

 

იმ დღეს მივხვდი, რომ ბავშვობაში განცდილი, ბუნებრივი, ადამიანური ემოცია არასდროს იკარგება, მგონი, პირიქით ღვივდება, ღვივდება სიცოცხლის ბოლომდე.

 

იმ წლის შემოდგომაზე „გარდენიაში“ უკვე გვქონდა „მწვანე გაკვეთილები“. ბევრ პატარას ვმასპინძლობთ გაზაფხულიდან დაზამთრებამდე...

 

ეს არაჩვეულებრივი ფოტო ეკუთვნის ბატონ ალექსანდრე კოტორაშვილს,“ - წერს ზურა შევარდნაძე.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner