logo_geo
eng_logo
დავით ოქიტაშვილი: წერეთ და იკითხეთ, თქვენ ხართ „პრადვინუტები“
- +

24 თებერვალი. 2020. 11:34

 

„ზოგადად, სიძულვილი, შური და ბოღმა არშემდგარი ადამიანების დამახასიათებელი ნიშანია,“ - ამის შესახებ კულტურის პალატის პრეზიდენტი დავით ოქიტაშვილი ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „სხვა რაკურსი გია ჯაჯანიძესთან ერთად“ საუბრობს.

 

მისი თქმით, შური არის დაავადება, რასაც განკურნება სჭირდება.

 

„ათას სიბინძურეს წერდნენ ჩემზე და ჩემს ოჯახზე. ეს იყო მიზანმიმართული, რომ ოჯახი დამენგრია ან ჩემი შვილების ფსიქიკაზე ემოქმედა.

 

ამ ხალხს მინდა ვუთხრა, რომ თქვენ ჩვენ გვაძლიერებთ ასეთი მოქმედებით,- წერეთ და იკითხეთ, თქვენ ხართ „პრადვინუტები“ .

 

გვიყვარდეს ერთმანეთი, რადგან ამქვეყნიდან ვერავინ ვერაფერს წავიღებთ და შურის ერთადერთი წამალი სიყვარულია. ჩვენ ისინი მაინც გვიყვარს და გვეცოდება, იმიტომ რომ შური არის ავადმყოფობა, რასაც სჭირდება მკურნალობა, დამირეკონ და ვუმკურნალებ“, - აცხადებს დავით ოქიტაშვილი.  

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner