ჟურნალისტი კოკა ყანდიაშვილი მიხაილ შეველევის სტატიის საპასუხოდ „facebook"-გვერდზე წერს:
„დიახ, მოსკოვი აღარასოდეს აღარ იქნება ქართველებისათვის დედაქალაქი!!! იმიტომ, რომ უკვე თქვენც (კრებითმა რუსეთმა) კი გაიგეთ, ისევე როგორც მთელმა მსოფლიომ, რომ ჩვენი სამშობლოს დედაქალაქი - თბილისია!!!
თბილი, დახვეწილი, მოკრძალებული, ისტორიული, ტრადიციული, თანამედროვე, დიდიც და პატარაც, ამაყიც, მხიარულიც, სევდიანიც. მაგრამ ყოველთვის - თავმოყვარე, შთამბეჭდავი და სტუმარ-მასპინძლიანი.
თბილისი იმ ქვეყნის დედაქალაქია, ღვთისმშობლის წილხვედრი, ღმერთმა რომ ქართველებს დაუთმო.
სასიამოვნო საკითხავი რუსეთიდან.
პ.ს. ვინც ვერ კითხულობთ რუსულად - მიმართეთ მედიას, რომ ნათარგმნი ვერსია გამოაქვეყნონ..." - წერს კოკა ყანდიაშვილი.
იხილეთ მიხაილ შეველევის სტატია: http://jam-news.net/Publication/Get/ru-RU/1792