logo_geo
eng_logo
გიორგი გახარიამ და NDI-ის პრეზიდენტმა საარჩევნო წლის განმავლობაში კოორდინირებული თანამშრომლობის აუცილებლობაზე ისაუბრეს
- +

24 თებერვალი. 2020. 12:00

 

 

საქართველოში NDI-ის საქმიანობის სხვადასხვა მიმართულებები განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ და NDI-ის პრეზიდენტმა დერეკ მიჩელმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე.

 

საუბრისას განსაკუთრებით  აღინიშნა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მაღალი დონე.

 

ყურადღება გამახვილდა ქვეყანაში საარჩევნო წლის განმავლობაში კოორდინირებული თანამშრომლობის აუცილებლობაზე.

 

 

 

შეხვედრაზე ხაზი გაესვა NDI-ის პრეზიდენტის დროულ ვიზიტს საქართველოში, რამდენადაც, საარჩევნო კამპანია მალე აქტიურ ფაზაში შევა.

 

საუბარი შეეხო ადგილობრივი თვითმმართველობებისა და წარმომადგენლობითი ორგანოების გაძლიერების მნიშვნელობას და ამ მიმართულებით, NDI-ის მიერ გაწეულ საქმიანობას. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია, არ მოხდეს საქმიანობის კონკრეტული ასპექტების პოლიტიზირება, ვინაიდან, ამან, შესაძლოა, ხელი შეუშალოს იმ მიზნების მიღწევას, რომლებზეც ორიენტირებულია ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტები.

 

მხარეების შეფასებით, საარჩევნოდ მნიშვნელოვანია მაღალი პოლარიზაციის დონის შემცირება და ამ პროცესში ყველას მხარეს თავისი როლი აქვს.

 

პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ 2020 წლის არჩევნები, ისევე, როგორც ყველა - 2012 წლის შემდეგ, უმაღლესი დონის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარდება.

 

შეხვედრას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილი და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში ირაკლი ჩიქოვანი ესწრებოდნენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner