logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: რამდენიმე პარტიამ გამოთქვა სურვილი, მზად ვართ, ყველას შევხვდეთ
- +

24 თებერვალი. 2020. 12:26

 

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადებით, საარჩევნო სისტემაზე კონსენსუსის მიღწევა მოკლე დროში უნდა მოხდეს, რადგან სხვა შემთხვევაში, ცვლილებების განხორციელება შეუძლებელი გახდება.

 

როგორც კახა კალაძემ განაცხადა, თუ ოპოზიციaსთან ვერ შეთანხმდებიან, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები არსებული სისტემით ჩატარდება.

 

ძალიან მნიშვნელოვანია მოლაპარაკებები. ჩვენ, მმართველმა გუნდმა დავადასტურეთ და ღიად განვაცხადეთ, რომ მზად ვართ დიალოგისთვის. თუ რა შეთანხმება იქნება და როგორი საარჩევნო სისტემა იქნება, ამაზე გადაწყვეტილება იქნება მიღებული მას შემდეგ, რაც დიალოგი გაიმართება. თუ ვერანაირი შეთანხმება ვერ მოხერხდა და ვერ მოხდა კონსენსუსის მიღწევა, მაშინ, რა თქმა უნდა, არჩევნები ჩატარდება არსებული საარჩევნო სისტემით. ძალიან მალე უნდა დამთავრდეს საარჩევნო სისტემაზე მსჯელობა და გარკვეული შეთანხმების მიღწევა, რადგან სხვანაირად ცვლილებების განხორციელება გახდება შეუძლებელი,- განაცხადა კალაძემ.

 

მისი თქმით, ხელისუფლება მზადაა, შეხვდეს როგორც ცალკეულ პარტიას, ასევე გაერთიანებულ ოპოზიციას.

 

ჩვენი სურვილია, რომ ყველა პოლიტიკურ პარტიასთან მოხდეს შეხვედრა, როგორც ყველა ერთად, ასევე ცალკეულ პარტიასთან, თუ ექნებათ სურვილი. რამდენიმე პარტიამ გამოთქვა სურვილი. ჩვენ მზად ვართ, ყველას შევხვდეთ, - განაცხადა კალაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner