პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მმართველ გუნდში, ამ ეტაპზე არანაირ სამთავრობო ცვლილებებზე საუბარი არ არის.
„არანაირ ცვლილებებზე არ არის საუბარი გუნდში. თუ რაიმე იქნება ცვლილებებთან დაკავშირებით, თქვენც გაიგებთ და საზოგადოებაც. ჩვენ გვყავს პრემიერი გიორგი გახარია, რომელიც არის ძლიერი პრემიერ-მინისტრი. ყოველდღიურად მუშაობენ იმისთვის, რომ უპასუხონ იმ გამოწვევებს, რომელიც გვაქვს ქვეყანაში“, - აღნიშნა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია შესაძლო სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით. ერთ-ერთი ვერსიით, შესაძლოა პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა შეცვალოს.