logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძის სახლთან პოლიციაა მობილიზეებული - შსს-ს განმარტება
- +

24 თებერვალი. 2020. 13:22

 

ნუცუბიძის პლატოზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის პირველ და მეორე სართულებს შორის ნაპოვნია ცეცხლსასროლი იარაღი, - ასე განმარტავენ შინაგან საქმეთა სამინისტროში პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის საცხოვრებელ კორპუსთან სამართალდამცავების მობილიზებას.

 

როგორც შსს-ში აცხადებენ, პირველი ინფორმაციით, აღმოჩენილია ცეცხლსასროლი იარაღი.

 

თბილისში ნუცუბიძის პლატოზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის პირველ და მეორე სართულებს შორის ნაპოვნია ცეცხლსასროლი იარაღი, გამოძიების პირველადი ინფორმაციით, იარაღი სპეციალური დაცვის სამსახურის თანამშრომელმა დღეს აღმოაჩინა და  პოლიციას აცნობა, რასაც სამართალდამცველების მხრიდან მყისიერი რეაგირება მოჰყვა. შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა- ტარების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236- მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით დაიწყო. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები  და დანიშნულია ყველა შესაბამისი ექსპერტიზა, - აცხადებენ უწყებაში.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner