logo_geo
eng_logo
გოჩა მირცხულავა: არჩევნებამდე რვა თვით ადრე წარმოდგენილი კვლევის მიხედვით, „ოცნება“ იგებს და ამას თავად ოპოზიცია აღიარებს
- +

24 თებერვალი. 2020. 13:25

 

„39% „ქართულ ოცნებას“, არჩევნებში მის უპირობო გამარჯვებას ნიშნავს. არჩევნებამდე რვა თვით ადრე, წარმოდგენილი კვლევის მიხედვით, „ოცნება“ იგებს და ამას თავად ოპოზიცია „აღიარებს“, - ამის შესახებ ჟურნალისტი გოჩა მირცხულავა სოციალურ ქსელში წერს.

 

მირცხულავა ამბობს, რომ საარჩევნო ტექნოლოგიებში მასზე ძლიერი პრაქტიკოსი თითქმის არავინ ეგულება.

 

„39% „ქართულ ოცნებას“, არჩევნებში მის უპირობო გამარჯვებას ნიშნავს. ჯამური, თუნდაც მაქსიმალური 61% არ არსებობს. უბრალოდ, არ არსებობს არჩევნებში ასეთი გაგება. და თუ მაინც დავუშვებთ, ამ ჯამური 61%-დან აქტიური პროცენტი შესაძლოა, იყოს მხოლოდ მისი ნახევარი, ანუ 30% (+5%). ახლა გადაანაწილეთ გაუნაწილებელი ხმები, და გამოვა, რომ „ოცნება“ არჩევნებს იგებს 51%+ით. და მაშინ რას ერჩით კობახიძეს, რომელიც 60%-იან გამარჯვებას ვარაუდობს საკუთარი პარტიისთვის? ბარემ ცდომილებებიც მივამატოთ და ეგ იქნება.

 

მოკლედ, არჩევნებამდე რვა თვით ადრე, წარმოდგენილი კვლევის მიხედვით, „ოცნება“ იგებს და ამას თავად ოპოზიცია „აღიარებს“. ახლა ისღა დაგვრჩენია, ეგზიტპოლებს დაველოდოთ. ისევ, დავწერდი რაღაცას კუშებზე, მაგრამ თავს შევიკავებ. უბრალოდ, ერთ რამეს ვიტყვი პირველად, ყოველგვარი თავმდაბლობის გარეშე - თითქმის არავინ მეგულება პრაქტიკოსი საარჩევნო ტექნოლოგი ჩემზე ძლიერი, ვიმეორებ, პრაქტიკოსი. თუ ამ ციფრებს დამიდებ და მკითხავ, რა მოხდება, გიპასუხებ: მორჩა კინო, წადით სახლში. სხვა ნიუანსებში არ შევალ შეგნებულად, მხოლოდ გავიღიმებ“,- წერს გოჩა მირცხულავა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner