NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა NATO-ს მინისტერიალის დაწყებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ვარშავის სამიტზე NATO-ს წევრი ქვეყნები საქართველოსთვის დამატებითი დახმარების გაწევის საკითხზე იმსჯელებენ.
„აღმოსავლეთ სამეზობლოში სტაბილურობის უზრუნველყოფა ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ამიტომ, ჩვენ ვიმსჯელებთ უკრაინასა და საქართველოსთვის დამატებითი დახმარების გაწევის საკითხზე", - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.