პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ თავის ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე განცხადებას ავრცელებს.
„პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) პრეზიდენტს დერეკ მიტჩელს შეხვდა.
პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ შეხვედრაზე ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და წინასაარჩევნო გარემოზე ისაუბრეს“, - წერია განცხადებაში.