logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი NDI-ს პრეზიდენტს შეხვდა
- +

24 თებერვალი. 2020. 13:36

 

 

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ თავის ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე განცხადებას ავრცელებს.

 

„პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) პრეზიდენტს დერეკ მიტჩელს შეხვდა.

 

პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ შეხვედრაზე ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და წინასაარჩევნო გარემოზე ისაუბრეს“, - წერია განცხადებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner