logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ მჭედლიშვილი: ორ მილიარდს რომ ხარჯავენ ქართველი ტურისტები უცხოეთში, - არ უჭირთ ისე, როგორც უწინ
- +

24 თებერვალი. 2020. 13:40

 

 

„ყველაფერი კარგად არ არის ეკონომიკაში, მაგრამ, ვხედავთ, რომ წინსვლა მაინც არის“, – ამის შესახებ ექსპერტი ნიკოლოზ მჭედლიშვილი სოციალურ ქსელში წერს და აქვე განმარტავს, რომ ქართველმა ტურისტებმა უცხოეთში შარშან ორ მილიარდ ლარზე მეტი დახარჯეს.

 

„საქსტატის მიხედვით, ქართველმა ტურისტებმა უცხოეთში შარშან ორ მილიარდ ლარზე მეტი დახარჯეს.

 

ვისაც ეკონომიკა ოდნავ მაინც ესმის, ეს არც პირველადი მოხმარების პროდუქტია, არც გრძელვადიანი მოხმარების საქონელი. მოგზაურობა არის გართობა და არა აუცილებელი ხარჯი.

 

ჰოდა, ორ მილიარდს რომ ხარჯავენ ქართველები ამ საქმეში, ე. ი. არ უჭირთ ისე, როგორც უწინ იყო.

 

ვიცით, რომ ყველაფერი კარგად არ არის ეკონომიკაში, მაგრამ, ვხედავთ, რომ წინსვლა მაინც არის“,– წერს ნიკოლოზ მჭედლიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner