logo_geo
eng_logo
ტრადიცუანალისტმა გუბაზ სანიკიძემ მერაბ კოსტავა შეურაცხყო!
- +

24 თებერვალი. 2020. 15:26

 

48 მილიონი ლარის ბიუჯეტიდან გაქრობის საქმეზე გიგი უგულავას ციხეში შებრუნებამ „გაერთიანებულ ნაცობოზიციაში“ ერთი გნიასი გამოიწვია. რა აღარ უწოდეს ხელისუფლებას და რა დითირამბები აღარ უძღვნეს უგულავას. თუმცა, მჭევრმეტყველების ფაღარათითა და ბერწხატოვანი აზროვნებით, ყველას მაინც ათას პარტიულ დროშაზე გადამხტარმა გუბაზ სანიკიძემ აჯობა!

 

ამთავითვე ვიტყვი, რომ კაცის ციხეში გაშვება სულაც არ არის სასიხარულო ამბავი, მაგრამ აქ კაცზეა ლაპარაკი და არა ნაცზონდერ უგულავაზე! არადა, ყველაზე ხშირად, რაც დაჭერილ უგულავაზე „გაერთიანებულ ნაცობოზიციაში“ ითქვა, იყო ის, რომ „გიგიმ ღირსეულად მიიღო პატიმრობა“, თუმცა საკითხავია, ბავშვების, ქვრივ-ღატაკთა და პენსიონერებისთვის 48 მილიონის მომპარავი როგორ შეიძლება,; „ღირსეული“ იყოს?! მეორეც, უგულავამ კარგად იცოდა, რომ მისი ნაცკანიბალური რეჟიმის ციხისგან განსხვავებით, ამჟამინდელ ციხეში მას არც გაუპატიურება ელის და არც მორგში გვამებთან ჩახუტება. დაბოლოს, რომელ ღირსებაზეა ლაპარაკი, როდესაც ლეიბორისტული პარტიის ოფისში მყოფმა და დაპატიმრების მომლოდინე უგულავამ იქ თავისი გოგონა მიიყვანა, ტელეკამერების წინ შვილთან ჩახუტებული პოზირებდა და, პირდაპირი მნიშვნელობით, მას ამოეფარა – აბა, როგორ დამადებთ ხელბორკილებს შვილთან ჩახუტებულსო!

 

რაც შეეხება სააკაშვილის უშუბლისძარღვო მეხოტბე გუბაზ სანიკიძეს, მან ნიკუტა გვარამიას ნაცბორდელვიზიაში სტუმრობისას პირდაპირ ეთერში სიტყვა-სიტყვით ეს ამოანთხია: „ჩვენ ხალხი გლადიატორებივით გვიყურებენ ახლა! აი, გიგის დაჭერაზე რანაირი რეაქცია გვექნება, ყურებს ჩამოვყრით, ვიგლოვებთ... არა, კაცო, არა! სულ მთელი ცხოვრება, სკოლაშიც, უნივერსიტეტშიც მერაბ კოსტავა ჩემთვის იყო სიმბოლო – ვიცოდი, რომ ვიღაცა ერთი კაცი იყო, რომელიც საქართველოსთვის იბრძოდა! ირაკლი ოქრუაშვილი ციხეში ზის ამ საქმისთვის! შემოთვლები რომ ჰქონდა, აი, დაწყნარდი და რასაც ისურვებ, იმას გაგიკეთებთ... დარწმუნებული ვარ, გიგისთანაც ექნებოდათ ასეთი შეთვლები...“

 

დიახ, პატივცემულო საზოგადოებავ, გუბაზ სანიკიძემ (რომელიც შემთხვევას არ უშვებს ხელიდან, რომ უკვე ყველგან ჩარეცხილ სააკაშვილს სისხლიანი დინგი არ აულოკოს და, საქართველოსა და ევროპის მასშტაბით, ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსი არ უწოდოს) გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი მერაბ კოსტავას შეადარა!

 

ახლა, გულზე ხელი დაიდეთ და მითხარით, მერაბ კოსტავას ნათელი სულის ამაზე დიდი შეურაცხყოფა რა უნდა იყოს?! ამას ხომ ისევ ის სჯობდა, მამუკა ხაზარაძის მსგავსად, გუბაზ სანიკიძესაც მერაბ კოსტავაზე საცემრად გაეწია და ეროვნული გმირისთვის ხელი მოექნია?!

 

აბა, სად სამშობლოსთვის თავგანწირული მერაბ კოსტავა და სად საკუთარი ჯიბისთვის თავგანწირული ოქრუაშვილი და უგულავა?!

 

სად სხვის პიჯაკში დასაფლავებული მერაბ კოსტავა და სად ბიუჯეტიდან მილიონობით დოლარის მომპარავი ვირთხები?!

 

და როდესაც უგულავასა და ოქრუაშვილისნაირებს მერაბ კოსტავას ადარებენ, ეს არა მხოლოდ ეროვნული გმირის შეურაცხყოფაა, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის, მთელი ქართველი ერისა და თავად სამშობლოს თავისუფლების მცნებისა!

 

დიახ, მერაბ კოსტავა ციხეში სამშობლოს თავისუფლებისთვის იჯდა, ირაკლი ოქრუაშვილი და გიგი უგულავა კი ძალაუფლების მიტაცებისა და სამშობლოს გაძარცვა-დამონებისთვის სხედან!

 

ლოგიკურად ჩნდება კითხვა: გუბაზ სანიკიძემ უგულავა და ოქრუაშვილი რაღა მაინცდამაინც მერაბ კოსტავას შეადარა და არა ზვიად გამსახურდიას?! იმიტომ, რომ გუბაზ სანიკიძეს ბიოლოგიურად ეზიზღება ზვიად გამსახურდია!

 

დიახ, ნუ მოგატყუებთ ამ არსების პოპულისტური ზმუილისას დროგამოშვებით ზვიად გამსახურდიას საქებარი სიტყვები, რადგან ეს ხომ აკაკი ასათიანის „ტრადიცუანლისტთა კავშირში“ გამოზრდილი გუბაზ სანიკიძეა! ეს ხომ ის სანიკიძეა, რომელიც ზვიად გამსახურდიას ზურგზე შემხტარი, „მრგვალი მაგიდის“ კოალიციით შეძვრა 1991 წლის 28 ოქტომბრის ისტორიული არჩევნებით არჩეულ უზენაეს საბჭოში და შემდეგ უღალატა პირველ პრეზიდენტს! დიახ, გუბაზ სანიკიძემ ყმაწვილკაცობიდანვე ისწავლა ღალატი, როდესაც აკაკი ასათიანთან ერთად უღალატა ეროვნულ ხელისუფლებასაც და საქართველოს თავისუფლების იდეასაც და სწორედ ამიტომ ჩემოდანივით დადეს 1992 წლის ნაპუტჩარ საქართველოში შევარდნაძის ე.წ. იმელის პარლამენტში!

 

დიახ, როდესაც პუტჩისტები გამსახურდიას მომხრეობისთვის პატრიოტებს კლავდნენ, აწამებდნენ და მკლავებს აჭრიდნენ, გუბაზი და კაკო შევარდნაძის მყრალი ბუნაგის – პარლამენტის ვირთხებად მსახურობდნენ!

 

აკაკი ასათიანსაც და ამ გუბაზსაც არაერთხელ უთქვამთ, ჩვენ რომ გამსახურდიასთვის გვეღალატა, ის ამას აუცილებლად იტყოდა, მაგრამ არ არსებობს არცერთი საჯარო განცხადება, სადაც მსგავსი რამ ეთქვასო!

 

საგანგებოდ მოვიძიე არქივებში ზვიად გამსახურდიას მიმართვა–მხილება „ტრადიციონალისტებისადმი“! ეს დოკუმენტი ფართო საზოგადოებისთვის უცნობია და ვინძლო, ქართულ პრესაში პირველადაც იბეჭდება! ჰოდა, ვგონებ, ამის შემდეგ აღარავის შეეპარება ეჭვი, რომ კაკო ასათიანი და მისი პოლიტიკური ვაჟიშვილი გუბაზ სანიკიძე ჩვეულებრივი მოღალატეები არიან და კიკუებივით ფულის გულისთვის ყველაფერს იკადრებენ! „მილიონი უნდა ვიშოვო“! – აკი, ნათქვამი აქვს ბიძინა ივანიშვილთან შემძვრალ გუბაზ სანიკიძეს! იმ გუბაზ სანიკიძეს, რომელიც მისგან უკანასკნელი სიტყვებით ნაგინებ სააკაშვილს კიევში ეახლა და საფუძვლიანად დაიმსახურა ხალხში თიკუნი „გუბოზი“!

დაბოლოს, სააკაშვილის ლამაზისეული სანიკიძის გუბაზისეულ ნათქვამზე, ჩვენ ხალხი გვიყურებს, გლადიატორები ვართო!

გლადიატორი კი არა, სააკაშვილის გასხმული რადიატორი ხარ, გუბაზ!

„გაერთიანებულ ობოზიციაში“ რომ ასხამს მიშას შადრევანივით!

 

გიორგი გიგაური

 

 

ზვიად გამსახურდიას მიმართვა ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირისადმი

 

1990 წლიდან საქართველოს ეროვნულ მოძრაობაში თვალსაჩინო როლს ასრულებდა ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი, რომელიც იმთავითვე დაუპირისპირდა მოსკოვის სუკ-ის მიერ შექმნილ ცრუ მონარქისტულ მოძრაობას საქართველოში. ამ კავშირის ლიდერი აკაკი ასათიანი აღიარებდა, რომ მოსკოვმა ეს ცრუ მოძრაობა შექმნა საქართველოში ჭეშმარიტად ეროვნულ ძალებთან დასაპირისპირებლად. ტრადიციონალისტები შევიდნენ „მრგვალ მაგიდაში“ და ამ გზით არჩეულ კანონიერ ხელისუფლებაში, მათი პროგრამა და დეკლარაციები ყოველნაირად გამორიცხავდნენ კოლაბორაციონიზმს იმპერიულ ძალებთან, ისინი ემიჯნებოდნენ მოღალატე ცრუ პარტიებს, მხარს უჭერდნენ კანონიერ პარლამენტსა და პრეზიდენტს. ამან განაპირობა ჩემი მხრივ მხარდაჭერა თქვენი მოძრაობისა, აგრეთვე აკაკი ასათიანის კანდიდატურისა უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე, ამასთან, 1991 წელს ტრადიციონალისტთა კავშირის ყრილობაზე მე ამირჩიეს ამ კავშირის საპატიო წევრად.

 

მდგომარეობა მკვეთრად შეიცვალა იმპერიის მიერ ინსპირირებული პუტჩის დღეებში, ბატონი აკაკი ასათიანი მერყეობდა, ყოველნაირად ცდილობდა, თავი აერიდებინა პუტჩისტი დეპუტატების დაგმობისთვის და ბოლოს საერთოდ გაეცალა ბრძოლის ველს ვითომდაც ავადმყოფობის საბაბით. შემდეგ იგი უეცრად გამოჩნდა ზუგდიდში, სადაც ხალხს მოუწოდებდა, არ წასულიყვნენ კანონიერი ხელისუფლების დასახმარებლად და არ მიეღოთ მონაწილეობა ბრძოლაში. ასეთივე აგიტაციას ეწეოდა იგი ქუთაისსა და სხვა ქალაქებში. ამჟამად ცნობილია, რომ მას პუტჩისტებთან იდეური ნათესაობა აკავშირებდა, ხოლო უკანასკნელ ხანებში გამოიკვეთა მისი ალიანსი შევარდნაძის ნეოკომუნისტურ მაფიოზურ ხუნტასთან. აკაკი ასათიანი, ზურაბ ბოკუჩავა და სხვები დღეს ხუნტის ცრუ არჩევნების პროპაგანდას ეწევიან, თანაც ხალხის მხარდაჭერის მოსაპოვებლად აცხადებენ, რომ ისინი ვითომდაც მხარს უჭერენ კანონიერ პრეზიდენტს.

 

აკაკი ასათიანი, რომელმაც თავისი თავი გადამდგარად გამოაცხადა, ხოლო კანონიერი პარლამენტი – დაშლილად, დღეს ყოველნაირად ცდილობს, ხელი შეუწყოს მაფიოზურ ხუნტას ცრუ პარლამენტის შეკოწიწებაში არალეგიტიმური არჩევნების გზით, თუმცა, კარგად უწყის, რომ ნამდვილი არჩევნების დანიშვნა მხოლოდ კანონიერი პარლამენტის პრეროგატივაა.

 

ეს ყოველივე არის აგრეთვე ღალატი ჭეშმარიტი მონარქისტული იდეისა, როგორც საქართველოს სამეფო ტახტის კანონიერმა მემკვიდრემ გიორგი (ხორხე) ბატონიშვილმა განაცხადა, საქართველოში მონარქია შეიძლება აღდგეს მხოლოდ კანონიერი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ხალხის ნებისა და კონსტიტუციის გადაწყვეტილებით. უზურპატორებს, პუტჩისტებს, ხალხის ნების აბუჩად ამგდებთ კი არა აქვთ უფლება, თავის თავს უწოდონ მონარქისტები ან ტრადიციონალისტები. დღეს სავსებით ნათელია, რომ აკაკი ასათიანის ტრადიციონალისტთა კავშირი გახდა კოლაბორაციონისტული ორგანიზაცია, რომელიც უპირისპირდება კანონიერ ხელისუფლებას. ამის გამო ვაუქმებ ჩემს საპატიო წევრობას თქვენს კავშირში და მოგიწოდებთ ყველას, ვისთვისაც ძვირფასია ჩვენი ეროვნული მოძრაობისა და ჭეშმარიტი კონსტიტუციური მონარქიზმის იდეალები, დასტოვოთ ცრუ ტრადიციონალისტთა რიგები და პროტესტი გამოუცხადოთ ანტიტრადიციონალისტ პუტჩისტებთან და სახელმწიფო დამნაშვეებთან ალიანსში მყოფ თქვენს ლიდერს, როგორც მოღალატეს ეროვნული მოძრაობისა და კანონიერი ხელისუფლებისა.

 

დაგმეთ შეთქმულება საქართველოს კანონიერი ხელისუფლებისა და ლეგიტიმური სახელმწიფო ტახტის წინააღმდეგ. შემოუერთდით ჩვენს რიგებს!

 

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია,

1992 წ. 21 ივნისი, გროზნო.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner