logo_geo
eng_logo
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსთან დაკავშირებით ტერმინ „პანდემიას“ აღარ იყენებს
- +

24 თებერვალი. 2020. 15:28

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსთან დაკავშირებით ტერმინ „პანდემიას“ აღარ იყენებს, თუმცა ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ რჩება. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „Reuters“ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ოფიციალურ წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

კორონავირუსის პანდემიის შიში მას შემდეგ გაიზარდა, რაც ვირუსის ინფიცირების მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა ირანში, იტალიასა და სამხრეთ კორეაში.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის ეპიდემია საერთაშორისო საგანგებო მდგომარეობად მიმდინარე წლის 30 იანვარს გამოაცხადა.

 

ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 2 619-ს მიაღწია, ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა კი 77 403-მდე გაიზარდა. ამასთან ერთად, ჩინეთის საზღვრებს გარეთ, 30 სახელმწიფოში უკვე 1 500-ზე მეტი შემთხვევა დადასტურდა, დაღუპულთა რაოდენობამ კი 27-ს მიაღწია.

 

30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

 

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. საქართველოში ვირუსის გავრცელების შანსი მინიმალურია.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner