logo_geo
eng_logo
ამირან გამყრელიძე: ირანში მოგზაურობის ისტორიის მქონე ადამიანებზეც გარკვეული ღონისძიებები გავრცელდება
- +

24 თებერვალი. 2020. 15:30

 

„საქართველოში კორონავირუსის გავრცელების შეფერხების მიზნით, დღეიდან ირანში ბოლო ორი კვირის განმავლობაში მოგზაურობის ისტორიის მქონე ადამიანებზეც იგივე ღონისძიებები გავრცელდება, რაც ჩინეთში მოგზაურობის მქონე პირების მიმართ ტარდება“, - ამის შესახებ დღეს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

 

მისივე თქმით, ეპიდსიტუაციის რისკი საკმაოდ გაზრდილია საქართველოს მეზობელ სახელმწიფოებში. კერძოდ, ირანში, სადაც სხვადასხვა მონაცემებით 48 შემთხვევაა აღრიცხული, ხუთი კი გარდაიცვალა.

 

გამყრელიძის აღნიშნა, რომ ახლახან საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელმაც მთავრობის მიმართ რეკომენდაციები შეიმუშვა. ერთ-ერთი რეკომენდაცია იყო ირანთან ფრენების შეწყვეტა.

 

„გადაიდგმება სხვა შემზღუდველი ნაბიჯები, რადგან ჩვენ ჯერჯერობით ვართ შეკავების ფაზაში, მაქსიმალურად შევაკავოთ ინფექციის იმპორტი ქვეყანაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოში ჩვენ ვაძლიერებთ პანდემიური მზადყოფნის რეჟიმს და საკოორდინაციო საბჭოში შემავალი ყველა უწყება თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოქმედებს და აძლიერებს მუშაობას. კერძოდ, დღევანდელი დღით, ის ღონისძიებები, რაც ხორციელდებოდა საქართველოს  საზღვრებზე ჩინეთში მოგზაურობის ისტორიის მქონე ადამიანებზე (უტარდებოდათ თერმოსკრინინგი, ეპიდემიუოლოგის კონსულტაცია და სხვა საჭირო რჩევები) ეს ღონისძიებები დღეიდან ვრცელდება ირანში ბოლო ორი კვირის განმავლობაში მოგზაურობის ისტორიის მქონე ადამიანებზეც. ასევე, მიდის მსჯელობა, იგივე განხორციელდეს მაღალდასენიანებული ქვეყნებიდან შემოსულ პირებზე. შესაბამისი გადაწყვეტილება ამასთან დაკავშირებითაც იქნება“, - განაცხადა გამყრელიძემ.

 

მისივე თქმით, ჩინეთში ეპიდაფეთქების დაწყების დღიდან, საქართველოში 24 შესაძლო შემთხვევა აღინიშნა, რომელთა ჰოსპიტალიზაცია მოხდა ცენტრალურ ინფექციურ საავადმყოფოში. შესაბამისი კვლევები ჩატარდა ლუგარის ლაბორატორიაში და არცერთ შემთხვევაში კორონავირუსული ინფექცია არ დადასტურებულა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner