logo_geo
eng_logo
დიმიტრი ქუმსიშვილი: თითქმის 7 მილიონი შემოწირულობები მივიღეთ „Check in Georgia“-ს მხარდასაჭერად!
- +

13 ივნისი. 2016. 16:30


„წელს, „Check in Georgia"-ს პროექტში, კერძო სექტორისგან უპრეცედენტოდ დიდი თანამონაწილეობა გვქონდა", - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა.


მისივე თქმით, პრემიერის ინიციატივით, შეიქმნება საბჭო, რომელშიც როგორც სახელმწიფოს, ისე კერძო სექტორის წარმომადგენლები იქნებიან, რათა გადაწყვეტილებების მიღება ყველას თანხმობითა და ჩართულობით მოხდეს.


„ყოველთვის ყველაზე დიდ ეფექტსა და პროდუქტიულობას თქვენ აღწევთ მაშინ, როდესაც ყველა დაინტერესებული პირი გყავთ ჩართული გადაწყვეტილების მიღებაში. სწორედ ეს არის პრემიერის ინიციტივა, რომ შეიქმნას ისეთი საბჭო, სადაც იქნებიან როგორც სახელმწიფოს, ისე კერძო სექტორის წარმომადგენლები", - განაცხადა ქუმსიშვილმა და დასძინა, რომ ეს საჭიროა იმისთვის, რათა ვადების, კალენდარისა და ჩამოსაყვანი არტისტებისა თუ სხვა შოუების შერჩევა-დაგეგმვა ყველას თანხმობითა და თანამონაწილეობით მოხდეს.


„წელს ჩვენ უპრეცედენტოდ დიდი თანამონაწილეობა გვქონდა კერძო სექტორისგან. თითქმის 7 მილიონი შემოწირულობები მივიღეთ „Check in Georgia"-ს მხარდასაჭერად. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ვაწარმოებთ კიდევ მოლაპარაკებებს. შესაბამისად, ეს ყველაფერი შემდეგ წელს გვინდა, რომ საჯარო და კერძო პარტნიორობის ფორმით იყოს იმისთვის, რომ ეფექტურობა იყოს მაღალი", - განაცხადა ქუმსიშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner