logo_geo
eng_logo
დონალდ ტრამპი ინდოეთს ესტუმრა
- +

24 თებერვალი. 2020. 16:05

 

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ორდღიანი დიპლომატიური ვიზიტით, ინდოეთის ქალაქ აჰმედაბადს ორშაბათს ეწვია.

 

სტუმრობა მიზნად ისახავს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობების გამარტივებას. ტრამპმა წამოიწყო „Namaste Trump“-ის აქცია, რომელიც  მოიზიდავს 100 000 ადამიანს მსოფლიოში უდიდესი კრიკეტის სტადიონის გახსნაზე. ტრამპის დღის წესრიგში ასევე შედის მაჰათმა განდის სახლის მონახულება, ტაჯ-მაჰალის ტური პირველ ლედი მელანია ტრამპთან ერთად, საზეიმო ღონისძიების ჩატარება და აშშ-ის საელჩოს თანამშრომლებთან შეხვედრა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner