logo_geo
eng_logo
ფინეთმა საქართველოს წინააღმდეგ კიბერთავდასხმა დაგმო
- +

24 თებერვალი. 2020. 16:31

 

 

„ფინეთმა, როგორც ევროკავშირის წევრმა სახელმწიფომ, საქართველოს წინააღმდეგ სერიოზული კიბერთავდასხმა დაგმო“, - ამის შესახებ „ქრონიკას“, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეკკა ჰაავისტომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.

 

„ფინეთში ჩვენ გვაქვს ცენტრი, სადაც ამ მიმართულებით ინფორმაციის შეგროვება და ანალიზი ხდება. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ ევროკავშირთან და ნატოსთან. ძალიან შეშფოთებული ვართ ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში არსებული მდგომარეობით. შეშფოთებულები ვართ იმ სიტუაციით, რომელსაც ადგილი აქვს საოკუპაციო ხაზთან. ჩვენ ახლა ადამიანის უფლებათა საბჭოზე ვიმყოფებით და აუცილებელია ამ საკითხებზე ყურადღების გამახვილება“, - განაცხადა ჰაავისტომ.

 

2019 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში განხორციელდა ფართომასშტაბიანი კიბერშეტევა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, სასამართლო სისტემის, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოების, სახელმწიფო, კომერციული და მედია ორგანიზაციების ვებგვერდებზე, სერვერებსა და სხვა მართვით სისტემებზე. კიბერშეტევის შედეგად დაზიანდა ამ ორგანიზაციების სერვერები, მართვითი სისტემები და მნიშვნელოვნად შეფერხდა მათი ფუნქციონირება.

 

გამოძიებამ დაადგინა, რომ საქართველოს პრეზიდენტისა და სხვა ოფიციალური უწყებების ვებგვერდებზე კიბერშეტევა რუსეთმა განახორციელა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner