logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე IPSOS-ის კვლევაზე: 39%-ს ვეპოტინებით თურმე. თქვენ წარმოიდგინეთ, რეალური შედეგი რა არის?!
- +

24 თებერვალი. 2020. 16:36

 

 

საინტერესოა, ისევე, როგორც წინა შემთხვევაში - კვლევის შედეგები  ფრანგულმა IPSOS-მა გამოაქვეყნა თუ რუსულ-უკრაინულმა  IPSOS-მა“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან  IPSOS-ის კვლევაზე საუბრისას.

 

„ისინი წარმოგვიდგენენ კვლევებს და არ წარმოგვიდგენენ მოსაზრებებს, რომლის მიხედვითაც „ქართულ ოცნებას“ 18%; 20%; 25%; 30 %-იანი მხარდაჭერა აქვს. დღეს აღმოჩნდა, რომ მათი კვლევით, 34 და 39%-საც ვეპოტინებით თურმე. თქვენ წარმოიდგინეთ, რეალური შედეგი რა არის, რა რეალური რეიტინგი აქვს „ქართულ ოცნებას“, როდესაც ისინიც კი, 34-39%-ზე საუბრობენ. სერიოზულად რომ ვისაუბროთ IPSOS-ის კვლევის შედეგებზე, ჯერ რამდენიმე კითხვას უნდა გაეცეს პასუხი. საინტერესოა, ისევე, როგორც წინა შემთხვევაში - კვლევის შედეგები  ფრანგულმა IPSOS-მა გამოაქვეყნა თუ რუსულ-უკრაინულმა  IPSOS-მა, რომელმაც წინა შემთხვევაში გვითხრა, რომ ხალხის მხოლოდ 18% ამბობდა რომ „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებდა. ახლა რატომღაც 34% თუ 39%-მდე გაიზარდა. ზუგდიდის არჩევნების წინ, მათ 18%-იანი ირიბი მონაცემი დადეს. აქედან ალბათ დასკვნა ძალიან მარტივია.  ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, ვინ ჩაატარა საველე სამუშაოები.  წინა შემთხვევაში არ გაგვიმხილეს. იქნებ ახლა მაინც გაამხილონ, რომელმა ორგანიზაციამ ჩაატარა  საველე  სამუშაოები - „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზაციებმა თუ რომელიმე სხვა დამოუკიდებელმა ორგანიზაციამ“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე მამუკა მდინარაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner