„საინტერესოა, ისევე, როგორც წინა შემთხვევაში - კვლევის შედეგები ფრანგულმა IPSOS-მა გამოაქვეყნა თუ რუსულ-უკრაინულმა IPSOS-მა“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან IPSOS-ის კვლევაზე საუბრისას.
„ისინი წარმოგვიდგენენ კვლევებს და არ წარმოგვიდგენენ მოსაზრებებს, რომლის მიხედვითაც „ქართულ ოცნებას“ 18%; 20%; 25%; 30 %-იანი მხარდაჭერა აქვს. დღეს აღმოჩნდა, რომ მათი კვლევით, 34 და 39%-საც ვეპოტინებით თურმე. თქვენ წარმოიდგინეთ, რეალური შედეგი რა არის, რა რეალური რეიტინგი აქვს „ქართულ ოცნებას“, როდესაც ისინიც კი, 34-39%-ზე საუბრობენ. სერიოზულად რომ ვისაუბროთ IPSOS-ის კვლევის შედეგებზე, ჯერ რამდენიმე კითხვას უნდა გაეცეს პასუხი. საინტერესოა, ისევე, როგორც წინა შემთხვევაში - კვლევის შედეგები ფრანგულმა IPSOS-მა გამოაქვეყნა თუ რუსულ-უკრაინულმა IPSOS-მა, რომელმაც წინა შემთხვევაში გვითხრა, რომ ხალხის მხოლოდ 18% ამბობდა რომ „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებდა. ახლა რატომღაც 34% თუ 39%-მდე გაიზარდა. ზუგდიდის არჩევნების წინ, მათ 18%-იანი ირიბი მონაცემი დადეს. აქედან ალბათ დასკვნა ძალიან მარტივია. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, ვინ ჩაატარა საველე სამუშაოები. წინა შემთხვევაში არ გაგვიმხილეს. იქნებ ახლა მაინც გაამხილონ, რომელმა ორგანიზაციამ ჩაატარა საველე სამუშაოები - „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზაციებმა თუ რომელიმე სხვა დამოუკიდებელმა ორგანიზაციამ“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე მამუკა მდინარაძემ.