საქართველოს დელეგაცია სოფო კილაძის ხელმძღვანელობით, საფრანგეთში სამუშაო ვიზიტით გაემგზავრა. დელეგაციის შემადგენლობაში არიან გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში ღასან ხალილი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი, განათლებისა და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები, სახალხო დამცველისა და სასამართლოს წარმომადგენლები.
საქართველოს დელეგაცია, საფრანგეთში „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ იმპლემენტაციის ფარგლებში, ევროპული გამოცდილების გაზიარების მიზნით პარიზის სასამართლოს, ჯანმრთელობის სამინისტროს, ეროვნულ ასამბლეას და სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელ პირებს შეხვდებიან. მოინახულებენ ტერიტორიულ საგანმანათლებლო ცენტს და განთავსებისა და ინტეგრაციული განათლების ინსტიტუტს.
ვიზიტი ხორციელდება გაერო-ს ბავშვთა ფონდის ხელშეწყობითა და დაფინანსებით.