logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: ბურთის გადაგდება მოედანზე და ქვის გადაგდება ბოსტანში არ არის ის თემა, რაზეც უნდა ლაპარაკობდეს ახლა ოპოზიცია
- +

24 თებერვალი. 2020. 17:13

 

„ბურთის გადაგდება მოედანზე და ქვის გადაგდება ბოსტანში, ეს არ არის ის თემა, რაზეც უნდა ლაპარაკობდეს ახლა ოპოზიცია“, - ასე ეხმიანება პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი დიალოგთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებებს.

 

მისივე თქმით, დღეს მნიშვნელოვანია ის, თუ რა სჭირდება საზოგადოებას სტაბილურობის შენარჩუნებისთვის.

 

„რომ ვამბობთ 100/50- ზე, ეს არ არის „ქართული ოცნების“ ინტერესი, ეს არის საზოგადოების, ქვეყნის ინტერესი, რათა შეძლოს გამარჯვებულმა მთავრობამ ჩამოაყალიბოს მთავრობა და ქვეყანა არ ჩააგდოს სტრესში, საითაც მიისწრაფვის ის საზოგადოება, რომელმაც თავს „გაერთიანებული ოპოზიცია“ უწოდა“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

 

მისივე თქმით, ხელისუფლება მზად არის, გონივრული წინადადებები მოისმინოს.

 

„თუ გონივრულ წინადადებას მოვისმენთ ნებისმიერი წყაროდან, განსახილველია, გონივრული მოსაზრებები საინტერესო იქნება, ნებისმიერი პოზიციიდან თუკი მოვისმენთ“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

 

რაც შეეხება ოპოზიციის განცხადებებს, რომ მათთვის პოლიტიკური დევნის პირობებში დიალოგი წარმოუდგენელია, ვოლსკი აცხადებს, რომ ეს უკვე აღარ არის „ბურთის და მოედნის თემა“.

 

„ეს უკვე სხვა თემაა. ისინი თვლიან, რომ პოლიტპატიმარია ადამიანი, ვინც აწამა, დახოცა და დახოცილი ადამიანები მაღაზიის თავზე შემოაგდო. თვლიან, რომ პოლიტპატიმარია ადამიანი, რომელმაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან შეიძლება წაიღოს 50 მილიონი. ჩვენ არ ვთვლით ასე“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner