მსოფლიო ბირჟებზე ოქროს ფასი ბოლო თვეების მაქსიმუმზეა. „ტრუას უნციის“ (31,1035 გრამი) ფასი $1690-ია. ნიუ-იორკის ბირჟაზე ოქროზე მარტის ფიუჩერსები 2,52%-ით გაძვირდა.
ასევე 1,7 %-ით გაძვირდა ვერცხლი და უნციაზე $ 18,84 შეადგინა. ექსპერტები ძვირფასი მეტალების გაძვირებას კორონავირუსის საფრთხეს უკავშირებენ.
2019 წლის იანვრის მონაცემებით, მსოფლიო ბირჟებზე ოქროს ფასი ბოლო 8 თვის მაქსიმუმზე იყო. „ტრუას უნციის“ (31,1035 გრამი) ფასი 1300 დოლარს შეადგენდა.
2019 წლის აგვისტოს მონაცემებით, ლონდონისა და ნიუ-იორკის ჩომეხ-ის ბირჟებზე ოქროს ფიუჩერსის ღირებულება 1,2%-ით გაიზარდა, ტრუას უნციისთვის (31,1 გრამი) $1,500 აშშ დოლარი შეადგინა.
ანალიტიკოსების შეფასებით, ოქროს ფასზე გავლენა მსოფლიო ეკონომიკის ზრდის ტემპის შენელების პროგნოზმა იმოქმედა. ინვესტორებმა საკუთარი აქტივების დაცვა დაიწყეს.