logo_geo
eng_logo
იტალიაში საქართველოს საელჩო მოქალაქეებს მიმართავს
- +

24 თებერვალი. 2020. 18:49

 

იტალიაში საქართველოს საელჩო მოქალაქეებს კორონავირუსთან ბრძოლის წინააღმდეგ თანამშრომლობისკენ, ასევე ლომბარდიისა და ვენეტოს რეგიონების მითითებების შესრულებისკენ მოუწოდებს.

 

ლომბარდიის რეგიონის მითითებები თანახმად: მოქალაქეები, რომლებიც ცხოვრობენ ლომბარდიის რეგიონის კომუნებში და გრიპის სიმპტომები აღენიშნებათ, არ უნდა მივიდნენ სასწრაფო სამედიცინო სამსახურში, არამედ უნდა დარეკონ რეგიონის ცხელ ხაზზე 800-89-45-45, ან 112-ზე ან საერთო ინფორმაციის გასაგებად 1500-ზე.

 

ვენეტოს რეგიონის მითითებაა: მოქალაქეებმა, რომლებსაც ეჭვი აქვთ, რომ კონტაქტში იყვნენ ინფიცირებულ პირებთან, მაგრამ არ აქვთ სიმპტომები ან აქვთ მსუბუქ ფორმებში, როგორიცაა სიცხე ან/და ხველება რესპირატორული გართულებების გარეშე, არ უნდა დარეკონ 118-ზე და არ უნდა მიმართონ საავადმყოფოს. მათ უნდა დარეკონ ცხელი ხაზის ნომერზე – 800-46-23-40. ეჭვისა და ვარაუდის დროს დარეკონ 1500-ზე, სიმპტომების აღმოჩენისას არ მიმართოთ საავადმყოფოს! დარეკეთ 118-ზე!

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner