logo_geo
eng_logo
რუსთავში „Young Georgian Lolitaz“-ის და „The Jetbird“-ის კონცერტი გაიმართა
- +

13 ივნისი. 2016. 17:17


საქართველოს მთავრობის ინიციატივით დაწყებული მასშტაბური პროექტი Check in Georgia" გრძელდება.


12 ივნისს, რუსთავში, კულტურისა და დასვენების პარკში, გაიმართა ჯგუფების „Young Georgian Lolitaz " და „The Jetbird"  კონცერტი.

იმავე დღეს, თელავში, კულტურისა და დასვენების პარკში „ნადიკვარი" ჩატარდა თორნიკე ყიფიანისა და ჯგუფის „The Mins"  კონცერტი.


„Check in Georgia" აპრილში დაიწყო და წლის ბოლომდე გაგრძელდება; პროექტი მთელი ქვეყნის მასშტაბით, 19 ქალაქში დაგეგმილ 150-ზე მეტ კულტურულ ღონისძიებას აერთიანებს.


პროექტის განხორციელების მიზანია წლის განმავლობაში ჩვენი ქვეყნის კულტურულ ცენტრად ქცევა და დიდი რაოდენობით ტურისტების მოზიდვა; ამ გზით ადგილობრივი მეწარმეობის ხელშეწყობა; შედეგად, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა და როგორც თბილისში, ისე რეგიონებში ჩვენი მოსახლეობის შემოსავლების ზრდა. Check in Georgia მნიშვნელოვნად უწყობს ხელს საქართველოს პოპულარიზაციას, იზრდება ქვეყნის, როგორც ტურისტული და კულტურული ცენტრის ცნობადობა, ასევე საერთაშორისო იმიჯი.


პროექტის ფარგლებში უკვე გაიმართა 3 გრანდიოზული კონცერტი - ქართველი მსმენელის წინაშე წარდგნენ ეროს რამაზოტი, რობი უილიამსი და ჯგუფი „Maroon 5". „Check in Georgia"-ს ფარგლებში, 18 ივნისს, ქუთაისში ხოსე კარერასისა და თბილისის სიმფონიური ორკესტრის კონცერტი გაიმართება.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner