"აჭარის მაუწყებლის" ინფორმაციით, ქობულეთის მერიას ციხისძირში, საბავშვო ბაღის პედაგოგის, მარინა კონცელიძის მემორიალის მოწყობისთვის ტენდერი აქვს გამოცხადებული. მემორიალი ციხისძირის საბავშვო ბაღის მიმდებარედ არსებულ სკვერში დაიდგმება. ტენდერი 5000 ლარზეა გამოცხადებული და წინადადებების მიღება 25 თებერვალს სრულდება.
მარინა კონცელიძე 2017 წლიდან ციხისძირის საბავშვო ბაღში აღმზრდელად მუშაობდა. 2019 წლის 5 აპრილს, საღამოს მაშინ, როცა პედაგოგს ბავშვების ჯგუფი - 11 ბავშვი ეზოდან გაჰყავდა, ბაღთან სიახლოვეს გაჩერებული მიკროავტობუსი დაგორდა და ბაღის ეზოსკენ დაიძრა. დაგორებული მანქანა ჭიშკარს
დაეჯახა. მარინა კონცელიძე სწრაფი რეაგირება მოახერხა და პატარები საფრთხეს გაარიდა, თუმცა თვითონ მანქანის შეჯახების შდეგად მოწყვეტილი ჭიშკარი დაეცა. მომხდარიდან რამდნიმე დღეში ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა.
ამ თავდადების გამო, ქობულეთის მერიამ გადაწყვიტა მარინა კონცელიძეს მემორიალი გაუხსნას.
33 წლის მარინა კონცელიძეს მეუღლე და ორი შვილი დარჩა.
ტენდერი 5000 ლარზეა გამოცხადებული და წინადადებების მიღება 25 თებერვალს სრულდება.
ტენდერში გამარჯვებულმა მემორიალის მოწყობა ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 თვეში უნდა დაასრულოს.
მარიამ კონცელიძემ, 33 წლის პედაგოგმა მინიმუმ ათი ბავშვი სიცოცხლისთვის სახიფათო სიტუაციას გაარიდა, თავად კი დაიღუპა. სწორედ მისი სახელობის მემორიალს მოაწყობენ ქობულეთის მუნიციპალიტეტი სოფელ ციხისძირში. მარიამი ამავე სოფლის საბავშვო ბაღის პედაგოგი იყო 2 შვილი ჰყავდა.
მემორიალი 2020 წლის პირველ აპრილამდე უნდა მოეწყოს.