logo_geo
eng_logo
გიორგი გახარია: დადგა დრო, NATO-მ უპასუხოს ჩვენს მოთხოვნას NATO-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით
- +

25 თებერვალი. 2020. 11:39

 

 

„რუსეთი დღესაც ეწინააღმდეგება საქართველოს სრულფასოვან წევრობას ნატოში; სწორედ ახლა დადგა დრო, NATO-მ უპასუხოს ჩვენს მოთხოვნას NATO-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ცნობილ ამერიკულ გამოცემა „The Washington Times“-ში გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნავს, რომლის სათაურია - „საქართველო იმსახურებს NATO-ს წევრობას - ქვეყანას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს შავი ზღვის გეოპოლიტიკური უსაფრთხოებისთვის“.

 

მთავრობის მეთაური ასევე საუბრობს თურქეთის ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენელთა მტკიცე მხარდაჭერაზე საქართველოს NATO-ში გაწევრიანების კუთხით.

 

„დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ მოუწოდა NATO-ში საქართველოს დაუყოვნებლივ მიღებისკენ სრულუფლებიანი წევრის სტატუსით, მიუთითა რა შავ ზღვაზე უსაფრთხოების და NATO-ს მხრიდან შესაბამის გამოწვევებზე პასუხის გაცემის მზარდ საჭიროებაზე. უკრაინაში ვიზიტის დროს კი თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თურქეთისა და NATO-ს მტკიცე დამოკიდებულება შავი ზღვის უსაფრთხოების მიმართ. გარდა ამისა, თურქეთი უკვე დიდი ხანია აღიარებს, რომ შავი ზღვა წარმოადგენს რეგიონის სტრატეგიული კონტექსტის გეოპოლიტიკურ ცენტრს. რუსეთი დღესაც ეწინააღმდეგება საქართველოს სრულფასოვან წევრობას NATO-ში. სწორედ ახლა დადგა დრო, NATO-მ უპასუხოს ჩვენს მოთხოვნას NATO-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. NATO-ს ლიდერებმა არაერთხელ აღუთქვეს საქართველოს NATO-ს სრული წევრობა და ჩვენ გვჯერა, რომ NATO-ში ჩვენი შესვლის წინაშე არსებული გამოწვევები უახლოეს მომავალში გადაიჭრება“, - აცხადებს პრემიერი.

 

https://www.washingtontimes.com/news/2020/feb/24/georgia-deserves-membership-in-nato/

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner