logo_geo
eng_logo
შსს-მ თბილისში მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 1 პირი
- +

25 თებერვალი. 2020. 12:02

 

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტისა და

დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული

ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დამამძიმებელ

გარემოებაში ორი ან მეტი პირის მიმართ ოჯახში ჩადენილი განზრახ მკვლელობის

ბრალდებით 2001 წელს დაბადებული - მ.ზ. ცხელ კვალზე დააკავეს.

დანაშაული 16-დან 20 წლამდე ვადით ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას

ითვალისწინებს.

 

 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ბებია - 1946 წელს დაბადებული ზ.დ.

და დედა - 1974 წელს დაბადებული თ.ზ., თბილისში, მათსავე საცხოვრებელ

სახლში, წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, მძინარე მდგომარეობაში

ნაჯახით მოკლა.

 

 

სამართალდამცველებმა ბრალდებული შემთხვევის ადგილზე დააკავეს.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან მეტი პირის მიმართ ოჯახში

ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 111-109-ე

მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით

მიმდინარეობს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner