logo_geo
eng_logo
სამეგრელოსა და გურიაში უაქციზო სიგარეტისა და უაქციზო თუთუნის შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოვლინდა
- +

25 თებერვალი. 2020. 12:04

 

 

17-20 თებერვალს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამეგრელოს, გურიისა და ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში, ურთაში, ორსანტიაში, ანაკლიაში, ქ. ზუგდიდში, ქ. ფოთში, ასევე, წალენჯიხის რაიონის სოფელ ფახულანში, განხორციელებული მიმდინარე კონტროლის პროცედურების შედეგად, ჯამში 1 758 კოლოფი უაქციზო სიგარეტისა და 39 კგ და 400 გრამი უაქციზო თუთუნის შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოავლინეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი და საქმეთა მასალები, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 241-ე მუხლის შესაბამისად, ქვემდებარეობით შესაბამის სასამართლოს გადაეგზავნა, ხოლო ერთ შემთხვევაში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები გამოვლინდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner