თურქეთის პრეზიდენტი დღეს აზერბაიჯანს ეწვევა.
როგორც აზერბაიჯანული მედია იუწყება, დღესვე ბაქოში თურქეთ-აზერბაიჯანის თანამშრომლობის საბჭოს მერვე სხდომა გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ რეჯეფ ტაიპ ერდოღანი და ილჰამ ალიევი.
ადგილობრივი მედია წერს, რომ საბჭოს სხდომაზე ანკარასა და ბაქოს შორის ურთიერთობების გაღრმავების პრესპექტივა განიხილება.