საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორი ლევან თაქთაქიშვილი ყოფილი მაღალჩინოსნის, ვანო მერაბიშვილის ციხიდან გათავისუფლებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.
„ერთი მინდა ვაღიარო: გულით ველოდი ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებას, მაგრამ პირველ ინტერვიუს რომ მოვუსმინე, მივხვდი: ის ვერ მიხვდა, რომ მას მოსანანიებელი ჰქონდა. მას რომ ეთქვა, მე ბოლომდე მოვინანიე და ახლა კი.... და მერე რაც გინდა, ის ეთქვა, მაშინ სხვა იქნებოდა“, - წერს ლევან თაქთაქიშვილი.