logo_geo
eng_logo
ირაკლი სესიაშვილი: ჩვენი ქვეყანა მიაღწევს სანუკვარ თავისუფლებას, დეოკუპაციას და ამას რუსეთი ვერ აღუდგება წინ
- +

25 თებერვალი. 2020. 12:32

 

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, საქართველო მიაღწევს სანუკვარ თავისუფლებას, დეოკუპაციას და ამას ვერანაირი, ვერც წითელი და ვერც სამფერადი რუსეთი წინ ვერ აღუდგება.

 

ამის შესახებ სესიაშვილმა ჟურნალისტებს კოჯორში, იუნკერთა მემორიალთან განუცხადა.

 

როგორც სესიაშვილმა აღნიშნა, საქართველოს მხარეზეა საერთაშორისო სამართალი და საერთაშორისო საზოგადოება.

 

„ცხადია, ჩვენი ძალა მდგომარეობს ჩვენი ქვეყნის სიყვარულში, ამ გმირი იუნკერების სულში. რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყანა მიაღწევს სანუკვარ თავისუფლებას, დეოკუპაციას და ამას ვერანაირი, ვერც წითელი და ვერც სამფერადი რუსეთი ვერ აღუდგება წინ. ვინაიდან, 21-ე საუკუნეა, ჩვენს მხარეზეა საერთაშორისო სამართალი, საერთაშორისო საზოგადოება. პირველ რიგში ჩვენ გვაძლიერებს ჩვენი ქართველი ხალხის, სამშობლოს სიყვარული და ბრძოლა ყოველთვის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის“, - განაცხადა სესიაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner