ჟურნალისტი იოსებ ჭუმბურიძე სოციალურ ქსელში ბაია პატარაიას ფეისბუქ-პოსტს ეხმიანება და შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს:
„საინტერესოა, „ვეფხისტყაოსანი“ როდის დაწერილი ჰგონია?!
ყველაზე ამაზრზენი კი ის არის, გოგებაშვილის სულს რომ მიმართავს. თანაც, ლოგიკასთან რა მწყრალადაა! ჯერ - როგორ შეიძლება, ასი წლის წინანდელი სახელმძღვანელოთი ვასწავლოთო?! შემდეგ: დღეს საშინელ სახელმძღვანელოებს წერენო?! ღმერთო, დაგვიფარე ამათგან!
P.S. დააკვირდით, იაკობი როგორ იღიმება, თითქოს თავაწეულ ფუყე თავთავს დასცინისო...“- წერს იოსებ ჭუმბურიძე.
ცნობისთვის, ფემინისტმა ბაია პატარაიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ იაკობ გოგებაშვილისეული „დედაენის” სკოლებში დაბრუნება არის სიბრიყვე და იაფფასიანი პოპულიზმი.