logo_geo
eng_logo
ზუგდიდში 1924 წლის აჯანყების დროს რეპრესირებულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს
- +

25 თებერვალი. 2020. 12:52

 

 

საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეებმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ზუგდიდში, 1924 წლის აჯანყების დროს რეპრესირებულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

 

1921 წლის 25 თებერვალს, თბილისში ბოლშევიკების მე-11 არმია შევიდა და საქართველო საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკად გამოაცხადა. საბჭოთა რუსეთის წითელი არმიის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის თარიღთან დაკავშირებით, დროშები დაშვებულია ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე მდებარე ადმინისტრაციულ შენობებსა და საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner