logo_geo
eng_logo
სასამართლომ მიხეილ კალანდიას 11 წლითა და 3 თვით პატიმრობა შეუფარდა
- +

25 თებერვალი. 2020. 13:40

 

 

დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდია სასამართლომ დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახით 11 წელი და 3 თვე შეუფარდა.

 

გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნიკოლოზ მარსაგიშვილმა გამოაცხადა.

 

განაჩენს საქალაქო სასამართლოს ეზოში ხმაური მოჰყვა და როგორც მიხეილ კალანდიას მამამ ჟურნალისტებს განუცხადა, საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდება.

 

შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1 დეკემბერს დაჭრეს. ლევან დადუნაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, დავით სარალიძე კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა.

 

საქალაქო სასამართლომ მიხეილ კალანდიას 15 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, თუმცა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, სასჯელი ერთი მესამედით შეუმცირდა და საბოლოოდ, სასჯელის სახით 11 წელი და 3 თვე შეუფარდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner