logo_geo
eng_logo
დიმიტრი ლორთქიფანიძე: წყალწაღებული ადამიანების გადარჩენის პერსპექტივის მოსპობა ჰაერიდან, სადიზმის ნიშნებს არ შეიცავს?
- +

13 ივნისი. 2016. 17:24


„გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" წევრი, უფლებადამცველი დიმიტრი ლორთქიფანიძე 13 ივნისის სტიქიის დროს შვეულმფრენების გამოუყენებლობასთან დაკავშირებით თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელის განცხადებას აკრიტიკებს. ლორთქიფანიძე ამბობს, რომ სტიქიის დროს, შვეულმფრენების გამოყენებაზე უარის თქმა „წყალწაღებული ადამიანების გადარჩენის პერსპექტივის ძირშივე მოსპობა იყო".

 

„თინა ხიდაშელმა განაცხადა - „მაზოხისტურია მოთხოვნა შვეულმფრენების გამოყენებაზე, ქალაქის ქუჩები საჰაერო კომუნიკაციებით ისეა დატვირთული, ვერტმფრენსაც დავკარგავთ და ეკიპაჟსაცო(!)"...  განცდა დამეუფლა, - თუ სამაშველო ოპერაციებში, თუნდაც ურბანულ პირობებში, ვერტმფრენის გამოყენების შესაძლებლობის განხილვა მაზოხიზმთან ასოცირდება, მაშინ ერთი საათის განმავლობაში, სახლის სახურავზე მჯდომი და შემდგომ სახლთან ერთად წყალწაღებული ადამიანების გადარჩენის პერსპექტივის ძირშივე მოსპობა ჰაერიდან, სადიზმის ნიშნებს არ შეიცავს?" - აღნიშნა ლორთქიფანიძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner