logo_geo
eng_logo
ირაკლი სესიაშვილი: ჩვენი ქვეყანა გააძლიერებს თავის ძალისხმევას, რომ NATO-ში გაწევრიანება კიდევ უფრო დაჩქარდეს
- +

25 თებერვალი. 2020. 14:40

 

 

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას „The Washington Times“-ში გამოქვეყნებულ სტატიას საქართველოს NATO-ში გაწევრიანების დროულობასთან დაკავშირებით  და  განაცხადა, რომ  მადლობას უხდის ყველა იმ სახელმწიფო ლიდერს, რომელმაც ძალიან მაღალ ტრიბუნაზე დააყენა საქართველოს NATO-ში გაწევრიანების  საკითხი.

 

„საქართველო მზად არის NATO-ში გაწევრიანებისთვის და ამისათვის სახელმწიფოებმა კონკრეტული ნაბიჯი უნდა გადადგან, ამიტომ კარგი იყო პრემიერის წერილი „The Washington Times“-ში, სადაც ბატონი პრემიერი ერთგვარ სამხედრო-პოლიტიკურ ანალიზს აკეთებს რეგიონთან მიმართებაში და ჩვენი ქვეყნის NATO-ში გაწევრიანებას ხაზს უსვამს“, - აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.

  

დეპუტატის თქმით, ჩვენი ქვეყანა, უკვე მზად არის NATO-ს წევრობისთვის.

 

„NATO-ს წევრობა ეს არ არის მხოლოდ ჩვენი ინტერესი, რა თქმა უნდა, აქ არის  NATO-ს დიდი ოჯახის  საერთო ინტერესი, იგივე შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებასთან, სტაბილურობისა და მშვიდობისკენ გადადგმული ღონისძიებებისთვის. ჩვენთვის ეს იქნება, მე ვიტყოდი, არა მხოლოდ უსაფრთხოების კომპონენტი, არამედ ერთგვარი ბიძგი იქნება იმისა, რომ ჩვენი ქვეყანა სწრაფად განვითარდეს და გააათმაგოს თავისი შესაძლებლობები, რამდენადაც NATO-ს წევრობა ნიშნავს უსაფრთხოებას და ინვესტორებისთვის თავისთავად ასეთი ქვეყანა ძალიან მიმზიდველია, ამიტომ ამ წერილით და შემდგომ პერიოდში ჩვენი ქვეყანა, რა თქმა უნდა, გაძლიერებს თავის ძალისხმევას, რომ NATO-ში გაწევრიანება კიდევ უფრო დაჩქარდეს“, -აცხადებს ირაკლი სესიაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner