logo_geo
eng_logo
ვაჟა გაფრინდაშვილი: მე რომ თბილისში მშვიდობიანად ვარ, არჩილ ტატუნაშვილის გმირობის დამსახურებაა
- +

23 თებერვალი. 2020. 15:39

 

 

„მე რომ დღეს მშვიდობიანად ვარ თბილისში, ეს ბატონი არჩილის გმირობის დამსახურებაა“, - ასე გაიხსენა დე-ფაქტო რეჟიმის ტყვეობიდან გათავისუფლებულმა ექიმმა ვაჟა გაფრინდაშვილმა საოკუპაციო რეჟიმის მიერ მოკლული არჩილ ტატუნაშვილი.

 

„მისი გარდაცვალების შემდგომ არ ყოფილა არცერთი ფიზიკური ზემოქმედება ჩვენს თანამემამულეებზე“, - განაცხადა მან „რეალური სივრცის“ ეთერში.

 

არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებიდან დღეს ორი 2 წელი გავიდა. ის 2018 წლის 22 თებერვალს საოკუპაციო რეჟიმმა ახალგორში უკანონოდ დააკავა, რის შემდეგაც ცხინვალის იზოლატორში მოკვდა. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ტატუნაშვილს სიცოცხლისთვის შესაუბამო მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა. მისი წამების ბრალდებით, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებზე, დავით გურწიევსა და ალიკ ტაბოევზე ინტერპოლით ძებნაა გამოცხადებული.

 

სახელმწიფომ ტატუნაშვილის გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა და იუსტიციის სამინისტრომ ქვეყნის წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner